Tuesday, March 7, 2017

პროექტი

1. პროექტი: ჯანსაღი ცხოვრების წესი

 2. პროექტის მთავარი იდეა (თემა):. მოსწავლეები გაერკვევიან ნიკოტინის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მავნე ზემოქმედებაში,აღიარებენ სპორტის დადებით გავლენას ადამიანაის ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩამოყალიბებაში

 3. პროექტის მიზნები: დაარწმუნოს მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში

 4. მონაწილეთა ასაკი: IX-X კლასები

 5. ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე

 6. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, ციფრული,ლაშქრობის შესაბამისი ინვენტარი

 7. პროექტის მსვლელობა: მასწავლებლის მიერ წინასწარ იქნება მოძიებული ინტერნეტში ვიდეო რგოლები, რომლებშიც ასახულია ალკოჰოლის, ნიკოტინისა და ნარკოტიკის მავნე ზემოქმედება. მოსწავლეები დაგეგმავენ თუ რომელი მიმართულებით მოაწყონ ლაშქრობა. ლაშქრობა მოეწყობა ღამის თევით, ლაშქრობის დროს მოეწყობა სპორტული, ინტელექტუალური შეჯიბრებები, დღე დატვირთული იქნება სხვადასხვა გასართობი პროგრამებით, დღის განმავლობაში ჩატარდება ლექცია საუბარი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. გაიმართება დისკუსია, მოსწავლეებს გავყოფთ ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი დაასაბუთებს ჯანსაღი ცხოვრების უპირატესობას არგუმენტირებულად, ხოლო მეორე ჯგუფი შეეცდება მთელი სისასტიკით დაგვანახოს ალკოჰოლიკისა და ნარკომანის ცხოვრების ტრაგიკული დასასრული. ბავშვებს შემოქმედებითი მუშაობისათვის მიეცემათ სრული თავისუფლება. ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ ბავშვებს ინდივიდუალურად დავავალებთ შეიმუშაონ პლაკატები, რომლებსაც გადავიღებთ ციფრული კამერით და განვათვსებთ ბლოგზე. მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბლიკით

 8.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ნინო შანიძე

 9. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ninoshanidze@gmail.com

 10. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://ninoshanidze32.blogspot.com/